საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

Read Time:2 Minute, 7 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო
დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი წყლის ინჟინერიის დარგში
არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების განხილვა იყო.
ფორუმი სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური
ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების
ეგიდით და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, “საქართველოს მელიორაციის” წყლის
რესურსების მართვის ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის
უფროსი მამელი ქობალია, GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გივი ნადირაძე,
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის
მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი, გახსნა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.


რექტორმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად
მოხმარების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე. როგორც დავით გურგენიძემ
აღნიშნა, 22 მარტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის
დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყოველწლიურად, 22 მარტს წყლის
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდება. წყლის საერთაშორისო დღე
მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება, წლევანდელი თემატიკაა – წყალი
მშვიდობისთვის, რაც შემთხვევითი არაა. ისეთი დიდი პრობლემის დაძლევის საქმეში,
როგორიც გლობალური წყლის კრიზისია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის
მკვლევრებსა და კურსდამთავრებულებს, დიდი წვლილი მიუძღვით. საქართველოში
730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-
მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ,
რომ საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, ჩვენმა სპეციალისტებმა იციან ამ
სიმდიდრის ფასი და მისი რაციონალურად გამოყენების გზები, თუმცა, ამოუწურავი
არაფერია და თუ ჩვენ არ მოვუვლით არსებულს, მომავალში შესაძლებელია პრობლემები
წარმოიქმნას. ქვეყანაში ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევაზე საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების სამეცნიერო მუშაობა
ყოველწლიურად იზრდება. სასიხარულოა, რომ სამუშაოებში აქტიურად არიან
ჩართულნი შესაბამისი ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე

საფეხურის სტუდენტები. დიდმა ვაჟა ფშაველამ ბრძანა: “ბუნება ღვთაებრივი
ჰარმონიის გამოვლინებაა…“ სწორედ ეს ჰარმონია უნდა დავიცვათ ჩვენ და იმ
ახალგაზრდებმა, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებულ, ევროპული სტანდარტის
განათლებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და მაღალკვალიფიციურ კადრებად
ჩამოყალიბდებიან. ფორუმი, სადაც მოხსენებით დარგის წამყვანი სპეციალისტები
წარსდგებიან, სტუდენტებს მისცემს საშუალებას უკეთ გაითავისონ წყლის
ინჟინერიასთან, წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული პროფესიული
სპეციფიკა”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, “საქართველოს
მელიორაციის” წყლის რესურსების მართვის ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი მამელი ქობალია, GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი
გივი ნადირაძე, სტუ-ის წყალთა მეურნეობის დირექტორი, აკადემიკოსი გივი
გავარდაშვილი, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯონი
ჭანია და იაპონიის საერთასორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), საქართველოს
ოფისის მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი.
ღონისძიების დასასრულს, სამშენებლო ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების
ფაკულტეტის დეკანებმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ასევე, სტუ-ს
მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსის – “წყალი, მშვიდობისა და მდგრადი
განვითარებისთვის”, გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ მორალური უფლებაც არ გაქვთ, ევროპაზე ისაუბროთ
Next post მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძემ ემიგრაციის საკითხზე ტყუილებით თავის თავს აჯობა