კვირა, აგვისტო 30, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც ფონდის პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ.

როგორც სტუ-ის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. ოთხივე მათგანს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდია მოიპოვეს მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებმა: მარიამ ჯანიაშვილმა – სამშენებლო ფაკულტეტიდან; გურამ ნაცვლიშვილმა – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან; ნანა ლაბაძემ – აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ლიზი ბაგაშვილმა – სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან;

პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ 20 სტიპენდიანტს ფონდის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი თამაზ ბექაია, საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდნენ, ფონდის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივები გააცნეს, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.

სტიპენდიანტებთან ერთად საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის საიუბილეო ღონისძიებაში ფონდის პარტნიორი ექვსი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, ვიცე-რექტორები, წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ასევე, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაისურაძე.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, სტიპენდიის მოპოვება ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის, ამასთან ერთად, ახალგაზრდებს ცოდნის მეტად გაღრმავებისკენ უბიძგებს და ახალი აკადემიური წარმატებებისკენ გზას უხსნის. როგორც მათ აღნიშნეს, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად ფონდის სტიპენდია მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ სწავლაზე, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მომავალში საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

 

სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს საიუბილეო თარიღი მიულოცა, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, მადლობა გადაუხადა, სტიპენდიანტებს კი წარმატებები უსურვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის დამფუძნებელს საიუბილეო თარიღს. განსაკუთრებით დასაფასებელია ფონდის თანმიმდევრული მხარდაჭერა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მიმართ, რითაც ეს მეცენატი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ახალგაზრდების აკადემიური პოტენციალის სრულ გამოვლენას, ისე ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლისთვის, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ზრდის აკადემიურ მოტივაციას, ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაზე. მადლობას ვუხდით ფონდს ამ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური და შედეგიანი პროექტებით გაგრძელდება. სტიპენდიანტებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებას და რაც მთავარია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

ცნობისათვის, დაარსებიდან 5 წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 185 სტიპენდიანტი და 30 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 33 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ნეპალის პოლიციაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები