პარასკევი, მარტი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათგან კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიის, სამომავლო გეგმების, ასევე, სტაჟირების პროგრამების გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაიზიარეს.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, SOCAR Midstream Gas Operations-ი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ახაგალზრდა მკვლევრები კომპანიის სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში დასაქმების პერსპექტივით დააინტერესოს.

 

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებთან 2-დღიან შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების – ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

 

სტუდენტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ი წარუდგინა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ზაზა ბუაჩიძემ.

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-თან, რაც ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, უშუალოდ ჩართონ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვის პროცესებში. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს ახალი პარტნიორობა ესახება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთონ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრაში და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფესიონალებისგან მიიღონ. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, SOCAR Midstream Gas Operations-ი მათ თანამშრომლობის მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, უზრუნველყოს საუკეთესო საინჟინრო კადრების მომზადება, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მსხვილ ენერგოპროექტებში წარმატებით ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ზაზა ბუაჩიძემ.

 

SOCAR Midstream Gas Operations-ის ბაქოს და თბილისის ოფისების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებმა – ჯამილა მურსალოვამ, აიტენ მამედოვამ, გუნაი გულიევამ და ნინო მაისურაძემ ახალგაზრდებს 2015 წელს სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს. მათი თქმით, SOCAR Midstream Gas Operations-ი რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენებისა და ობიექტების, მათ შორის უმსხვილესი საინჟინრო ნაგებობების – სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას; როგორც SMGO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანაშრომლოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო მილსადენები გადის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთ მნიშვნელოვან აქტორთან, როგორიც საქართველოა.

 

მათი თქმით, SMGO კარიერული განვითარების პროგრამებსა და სტრუქტურებს მაღალ დონეზე აყალიბებს, ქმნის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის სამუშაო პირობებს, რათა სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე თანამშრომლებს. SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით, გამოხატეს მზაობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზონ.

 

აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს ოფისის საინჟინრო მიმართულების მენეჯერებმა – სერგო სამხარაძემ, გიორგი ასანიძემ, მერაბ სალუქვაძემ და იასე სიჭინავამ სტუდენტებს კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც კომპანია სამუშაო პროცესში იყენებს და ეტაპობრივად ნერგავს ახალი ტექნოლოგიების სახით; მათ შორის ესაუბრნენ SCP-ის კომერციული ოპერატორის ფუნქციებზე, SCP სისტემის კომერციული და ტექნიკური გაფართოების შესაძლებლობებზე, SCP-ის, TANAP-ის და TAP-ის კომერციულ, ტექნიკურ და ოპერაციულ საქმიანობაზე, კომპლექსური ოპერაციული რისკების შემცირებაზე.

 

მომდევნო დღის შეხვედრა SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებმა ფოკუს-ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს. სტუ-ის სტუდენტები, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სასურველი მიმართულების ფოკუს-ჯგუფებში გაერთიანდნენ და კომპანიის წარმომადგენელთა ბლიც ამოცანების გადაჭრაზე იმუშავეს.

 

როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულების ფოკუს-ჯგუფი კომპანიის მხრიდან მიზნობრივად შეიქმნა, რათა ყველაზე მეტად მოტივირებული და ნიჭიერი სტუდენტები, კურსდამთავრებულები თუ დარგის მკვლევრები პროფესიების მიხედვით გამოავლინოს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი პასუხისმგებლობაა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, კარიერულ წინსვლასა და რეალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამოცანაა, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად დავაკავშიროთ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან და სტუდენტები თანამედროვე საინჟინრო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორობა SOCAR Midstream Gas Operations-თან და მსგავსი პროფილის რეგიონულ თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან, რომლებიც ახალგაზრდებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოცდილებას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი დასაქმდება რეგიონულ და საერთაშორისო კომპანიებში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების რეპუტაცია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ასეთ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის პროფესიული რესურსის გაძლიერებისთვის. უნივერსიტეტი ზრუნავს, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ პოტენციალი. ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც SOCAR Midstream Gas Operations-თან ერთად შევქმენით, საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საუკეთესო ახალგაზრდები და მათ კარიერული წინსვლის რეალური გზები შევთავაზოთ“, – ამბობს ნატო ქათამაძე.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის შედეგებს კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს გაუზიარებს, შესაბამისად, სტაჟირების პროგრამებში ფოკუს-ჯგუფებით გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატურებს მიიწვევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

მედიის ცნობით, ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები.ისრაელის დარტყმებს ლიბანში სულ 773 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 103 ბავშვია.ამასთან, თავდასხმის შედეგად 32 დაღუპულია ერაყში. ერაყელი ქურთისტანების სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ასევე დაიღუპა ერთი ფრანგი ჯარისკაცი.როგორც „სიენენი“ წერს, ომის დაწყებიდან ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექვსი, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში ორი, ხოლო ომანში სამი ადამიანი დაიღუპა.რაც შეეხება ისრაელისა და აშშ-ს დანაკარგებს, კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში დაღუპულია 15 პირი, მათ შორის ორი სამხედრო, ამერიკულ მხარეს კი ცამეტი ამერიკელი სამხედრო. აქედან ექვსის შესახებ ინფორმაცია დღეს დადასტურდა. ისინი დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ირანის ელჩთან – ალი მოჯანი რეგიონულ კრიზისებსა და ირან–საქართველოს ურთიერთობებზე

მოგესალმებით, ბატონო ალი, გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას  და გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და მომეცა საშუალება თქვენთან ინტერვიუ  ჩამეწერა.როგორ აფასებთ დღეს ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, როგორ ხედავს ირანი რეგიონული სტაბილურობის მომავალს?ირანის პოლიტიკურმა ვითარებამ ამერიკისა და ისრაელის მხრიდან განხორციელებული ამ უკანასკნელი თავდასხმის პირობებში აჩვენა, რომ საზოგადოება არა მხოლოდ დინამიური, არამედ სტაბილურიცაა. თეირანის დაბომბვის მიუხედავად, მოწამეობრივად აღსრულებული მეთაურების დაკრძალვაზე, ათი ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. ირანი არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ჩამოყალიბებული სახელისუფლებო სტრუქტურები, სადაც იმართება რეგულარული არჩევნები. ირანს ჰყავს აქტიური საზოგადოება, რომელშიც მრავალფეროვანი შეხედულებები გამოიხატება კანონის ფარგლებში. ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში, ირანშიც არსებობს განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მიმართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობას არ აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ირანის მეჯლისის (პარლამენტის)  პოლიტიკური შემადგენლობა ამ ფაქტს ასახავს.რეგიონთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ირანი სტაბილურობასა და უსაფრთხოებას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც აუცილებლად მიიჩნევს. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთ ქვეყანაში არასტაბილურობას შეიძლება უფრო ფართო შედეგები მოჰყვეს მისი მეზობლებისთვის. სწორედ ამიტომ, ირანი ყოველთვის სამ პრინციპს უსვამდა ხაზს:პატივისცემა ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ; რეგიონული დიალოგი და თანამშრომლობა; უთანხმოებების გადაჭრა დიპლომატიური გზით;თეირანის პერსპექტივიდან, რეგიონული სტაბილურობის მომავალი გარანტირებულია მაშინ, როდესაც რეგიონულ უსაფრთხოებას თავად რეგიონის ქვეყნები უზრუნველყოფენ თანამშრომლობისა და ერთმანეთისადმი ნდობის გზით. რეგიონული სტაბილურობის მომავალი ვერ იქნება გარანტირებული უცხო ძალებს შორის გეოპოლიტიკური კონკურენციის გზით, რომლებიც სამხედრო ბაზებისა და სადაზვერვო ქსელების მეშვეობით ცდილობენ ჩაერიონ რეგიონის ხალხისა და მთავრობების საქმეებში.საერთაშორისო მედიაში ხშირად საუბრობენ ირანში შიდა ცვლილებებზე - როგორია რეალური სურათი თქვენი ქვეყნის შიგნით?ირანის საზოგადოებრივი რეალობა ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ზოგჯერ ესა, თუ ის მედიასაშუალება წარმოაჩენს. ირანს ჰყავს ახალგაზრდა, განათლებული და დინამიური საზოგადოება, სადაც საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებზე.ბოლო წლებში, სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, ირანიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის იყო სანქციებიდან გამომდინარე ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რეგიონული პროცესები და სოციალური მოთხოვნები.  თუმცა, ირანულმა საზოგადოებამ ადაპტაციისა და პროგრესის შესანიშნავი უნარი გამოავლინა.ირანის რეალური სურათის გასაგებად, მნიშვნელოვანია, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ მედია ნარატივებით, არამედ ყურადღება გავამახვილოთ ირანის მოსახლეობასთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო, ეკონომიკურ ელიტასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაზეც. ასეთი მიდგომა, როგორც წესი, ქვეყნის დაბალანსებულ და რეალურ სურათს წარმოგვიდგენს.რა როლი შეიძლება შეასრულოს დიპლომატიამ მიმდინარე კონფლიქტების შემცირებაში?დიპლომატია ყოველთვის იყო ყველაზე ეფექტური და ნაკლებად ძვირადღირებული ინსტრუმენტი უთანხმოებათა გადასაჭრელად. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია აჩვენებს, რომ თითქმის ყველა კრიზისი საბოლოოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოგვარდა.ირანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს. პრობლემა ის არის, რომ ამერიკა არ აფასებს პატივისცემითა და კორექტულობით წარმოებულ მოლაპარაკებებს. ამერიკა საკუთარ მომლაპარაკებლებსაც კი არ აფასებს. სანამ ისინი დიპლომატიურ მაგიდასთან სხედან, ისრაელი დაბომბვას იწყებს და აშშ-ის დიპლომატიური სტრუქტურა ომის დეპარტამენტის ზეწოლის ქვეშ ინგრევა. მე მჯერა, რომ დიალოგს შეუძლია შეამციროს არასწორი აღქმები, განამტკიცოს ნდობა და იპოვოს კრიზისების პრაქტიკული გადაჭრის გზები.ისეთ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, სადაც ქვეყნების უსაფრთხოება ერთმანეთზეა დამოკიდებული, დიპლომატია არა მხოლოდ არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. ირანი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს, დაძაბულობის შემცირებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. თუმცა, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი გზის არჩევისთვის გარანტიები უნდა იყოს წარმოდგენილი. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ფონდი და აღებულ იქნას ვალდებულება, აანაზღაურონ ირანისადმი მიყენებული ზარალი, რომელიც უსამართლოდ გახდა აგრესიის სამიზნე. როგორ აფასებთ ირანისა და დასავლეთის ურთიერთობების პერსპექტივას მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში?ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში არაერთი წინსვლაც იყო და უკუსვლაც. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც დიალოგი და ურთიერთპატივისცემა პრიორიტეტულია, პროგრესის მიღწევა შესაძლებელი ხდება.ირანის პოზიცია ნათელია: ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვაზე. ირანმა აჩვენა, რომ მზადაა სხვადასხვა საკითხზე დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ ეს დიალოგები სამართლიანი იქნება და ორმხრივ ინტერესებს დაეფუძნება.საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის მდგრადი ურთიერთობები ნდობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემაზეა აგებული. ირანი იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა მომავლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული.როგორია ირანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?ირანი საქართველოს აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელ, დიდი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას, რომელსაც კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ჩვენი ხედვა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, დაბალანსებული თანამშრომლობის განვითარებასა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე. ამდენად, საქართველოს შეუძლია ევროპასა და აზიას შორის იყოს მნიშვნელოვანი ხიდი. ირანი ამ ქვეყნის პოტენციალს რეგიონული, მრავალმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის სერიოზულად აღიქვამს. თეირანის თვალთახედვით, საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება წაადგება მთელ რეგიონსა და საერთაშორისო აქტორებს.რომელი სფეროები წარმოადგენს თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულს?ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი სფეროები გახლავთ ტურიზმი, კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები. სამი ათასი წლის მანძილზე ჩვენი ხალხები, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებებისა, ასევე დასავლეთ აზიისა და კავკასიის რეგიონში ძალთა შემოსვლისა და გასვლისა, ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ. სამი ათასი წლის შემდეგაც ირანელი და ქართველი ხალხები ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ამდენად, ჩემი და ჩემი კოლეგების  ძირითადი კაპიტალი დაფუძნებულია კონტაქტების და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაზე. მეორე საფეხურზე რეგიონული ტრანზიტი და გადაზიდვა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ და კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ვართ მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს ჩინეთიდან მომავალი აბრეშუმის გზისა და, ამავე დროს, ინდოეთიდან მომავალი სანელებლების გზის მარშრუტზე. ამიტომ, ვაჭრობის გასაფართოებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო-საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ენერგია და უსაფრთხოება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სფეროა, და ასევე წარმოადგენს შიდა რეგიონული კონტაქტების და დიდ ქვეყნებთან ურთიერთობის გასაღებს. ამიტომაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ეს შესაძლებლობები. ზრდისა და განვითარების შესაბამისად, ყურადღება უნდა მივაქციოთ საერთო საცხოვრებელ გარემოს, რათა არ დაშრეს ტბები და არ დადნეს მყინვარები. ამ მიმართულებით გვჭირდება რეგიონს მიღმა ტექნიკური თანამშრომლობა, იაპონიიდან და ევროპიდან დაწყებული ჩრდილოეთ ამერიკამდე. თუკი წყალს შევინარჩუნებთ, მიწას გადავარჩენთ, სოფლის მეურნეობას გარდავქმნით და სასურსათო ინდუსტრიას მრავალფეროვანს გავხდით.როგორია საინვესტიციო გარემო საქართველოში?საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა ეკონომიკური რეფორმები, გაუმჯობესდა ბიზნესის მაჩვენებლები. სამართლებრივი სტაბილურობა, რეგულაციების გამჭვირვალობა და საერთაშორისო საბანკო სისტემაზე წვდომა ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კაპიტალს ეთნიკურობა და სამშობლო არ გააჩნია: სანამ ინვესტორის უსაფრთხოება დაცულია, ის ინახავს თავის კაპიტალს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი უსაფრთხოების პრობლემა შეექმნება (სწორედ ისეთი ვითარება, როგორიც ამჟამად ევროპაშია) კაპიტალს სხვაგან გადაიტანს. უკრაინის ომი და ევროპის ჩართულობა აფერხებს ევროკავშირის ეკონომიკურ პროგრესს ისეთი დიდი კონკურენტების კვალდაკვალ, როგორიცაა ჩინეთი, ამიტომ ამჟამად კაპიტალი ევროპიდან გამოდის. როდესაც ფინანსური კაპიტალი გადაადგილდება, ადამიანური კაპიტალიც ემიგრირებს. ეს ისტორიული გამოცდილებაა. მიუხედავად ამისა, ჩემი კვლევების თანახმად, საქართველო წარმოადგენს შესაძლებლობასა და უპირატესობას. იმედი მაქვს, საქართველო არჩეულ გზას წარმატებით გააგრძელებს.მოსალოდნელია მეგა-პროექტების განხორციელება?დიდი პროექტების წარმატებას სჭირდება მყარი სამართლებრივი ნიადაგი, საბანკო და ეკონომიკური პირობები. თუმცა ირანი, მკაცრი სანქციების გამო, დიდი პროექტების განხორციელების ნაცვლად, ფოკუსირებულია პრაქტიკული პროექტების ჯაჭვზე, რომელსაც სანქციებთან შემხებლობა არ ექნება. თანამშრომლობა მედიკამენტებისა და მედიცინის ან სასურსათო ინდუსტრიაში, საბოლოოდ მოიტანს რეგიონულ განვითარებას.რა მიღწევები აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რას გვასწავლის ის?ერთი წინადადებით ასე შეიძლება ითქვას: უნდა დაეყრდნო ეროვნულ ძალასა და შესაძლებლობას, პრიორიტეტად დასახო სამეზობლო გარემო და რეალისტურ და პრაქტიკულ მიდგომასთან ერთად წამოაყენო ორმხრივი ან მრავალმხრივი ინიციატივები საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი ხედვის შედეგად ირანმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამრეწველო და სასწავლო სფეროებში, შეინარჩუნა ეროვნული სტაბილურობა და ინფრასტრუქტურული განვითარება. რაც შეეხება რეგიონულ ურთიერთობებს: ამ მიმართულებით მეზობელ ქვეყნებთან გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები. გვაქვს სრულიად ნათელი პერსპექტივა მრავალმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მომავლისთვის  „სამართლიანობის პრინციპზე“ დაყრდნობით.როგორია ირანის პოზიცია თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით?ირანს მიაჩნია, რომ საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უცხოური ჩარევები და ისტორიული ტერიტორიების მიტაცება, ანუ ისეთი პროცესები, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ხშირად იწვევს ხანგრძლივ არასტაბილურობას. ჩემი ქვეყნის დიპლომატიური ხედვით, რეალური გზა დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაზე გადის. ეს მიდგომა წარმოადგენს ნებას რეგიონული სტაბილურობისა და სხვა აქტორებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.როგორია ირანის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს. ირანი პატივს სცემს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურა ისე უნდა მოეწყოს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობები არ გაიზარდოს და დაცულ იქნას რეგიონული სტაბილურობა.ირანელი სტუდენტები საქართველოში როგორ ვითარებაში იმყოფებიან?ირანელი სტუდენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის ცოცხალი ხიდების შექმნაში. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობებში. საელჩო ცდილობს, მათ გაუმარტივოს საკონსულო და საგანმანათლებლო საკითხები, რათა მათი საქმიანობამ ხელი შეუწყოს კულტურული კავშირების გაღრმავებას.თქვენი დიპლომატიური მისიის პერსპექტივა როგორია?ჩემი მიზანია ურთიერთნდობის გაძლიერება, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარება და ირანის რეალისტური და დაბალანსებული იმიჯის შექმნა ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში. ჩვეულებრივ, ნებისმიერ ელჩის მისიის დასრულებისას, მასპინძელი სახელმწიფო ასახავს საკუთარ ხედვას მისი საქმიანობის შესახებ. წლების მანძილზე საფრანგეთში ელჩის მოადგილე გახლდით. როდესაც ჩვენი ელჩი იქიდან დაბრუნდა, ბატონმა შირაკმა „ლე-მონდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ელჩმა მას გააცნო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ირანის გეოპოლიტიკური პოტენციალი. როგორც მახსოვს, ეს 2005 წლის 19 მაისს იყო. ზოგჯერ სახელმწიფოები ამბობენ, რომ ამა თუ იმ ელჩმა ურთიერთობა განავითარა, ან მართა, ან გააღრმავა. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს: ურთიერთობის განმავითარებელი ელჩი ნიშნავს, რომ მან თემები გააფართოვა და კავშირები გაზარდა; ელჩი, რომელზეც ამბობენ, რომ ურთიერთობას მართავდა, ნიშნავს, რომ მოქმედებდა მასპინძელ მთავრობასთან კოორდინირებულად;  ელჩმა, რომელმაც ურთიერთობა გააღრმავა, ნიშნავს, რომ შექმნა მომავალი. მსურს, ჩემი მისიის დასრულებისას ითქვას, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ უფრო ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულად განვითარდა. წარმატებული დიპლომატია მომავლის შექმნას ნიშნავს, არა მხოლოდ დღევანდელობის გაძღოლას.მომზადებულია ,,ტიფლის ნიუსის’’  მიერ.      

პაატა სალია – ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.პაატა სალიას თქმით, ახალი იუსტიციის სახლი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდეს.„მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროსა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე“, – აღნიშნა მან.პაატა სალიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს კიდევ უფრო თანამედროვე და ეფექტიანი სერვისები. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისათვის და ახალი  იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარმატება  უსურვა„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს მათი ყოველდღიური შრომისთვის, ხოლო ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გუნდს ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა პაატა სალიამ.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კლაუდია შეინბაუმი – მექსიკა მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში, როგორც აშშ-ის, ასევე კუბის ხელისუფლებასთან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კუბელი ხალხის მხარდაჭერა

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აშშ-კუბას შორის ნავთობის ბლოკადაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება.როგორც შეინბაუმი აცხადებს, მექსიკამ დიალოგის დაწყებაში გარკვეული როლი ითამაშა.„ეს კარგია. მექსიკა ყოველთვის ხელს შეუწყობს მშვიდობას, დიპლომატიურ დიალოგს და იქნება იმ უსამართლობის წინააღმდეგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კუბელი ხალხის მიმართ ხდება. ბლოკადამ სხვადასხვა პრობლემა გამოიწვია, ამიტომ არსებული დიალოგი აუცილებელია. მექსიკამ უნდა გააგრძელოს კუბელი ხალხის მხარდაჭერა. უნდა ითქვას, რომ მექსიკა მონაწილეობდა დიალოგის ხელშეწყობაში როგორც აშშ-ის, ასევე კუბის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორ დიდი ხნის მეტოქეს კონფრონტაციისგან დააშორებს.

ბოლო სიახლეები