0 0
Read Time:27 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

„დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია – გამორჩეული თავისი ადამიანობით, გულისხმიერებით, განსაკუთრებული სითბოთი, კარგი სწავლით. ლაშას არასოდეს დაივიწყებს მისი უნივერსიტეტი, პედაგოგები, თანაკურსელები – ის მუდამ დარჩება ჩვენს ფიქრებსა და ხსოვნაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები