საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

Read Time:1 Minute, 6 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების
სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს
მფლობელის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, თბილისის სავიზიტო ბარათის –
პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორის ლიანა შეწირულის
გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის
დეკანს, პროფესორ ნიკა შავიშვილს, ლიანა შეწირულის აღზრდილებს, ოჯახს.
„ლიანა შეწირული ნახევარ საუკუნეზე მეტი, 1952 – 2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ
მოღვაწეობას. ამ პერიოდში მის მიერ აღრზდილ იქნა საქართველოს მრავალი
სასახელოვანი შვილი – გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები, კულტურის
და სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ღირსეული მოქალაქეები. წლების
განმავლობაში იკავებდა საარჩევნო თანამდებებს საქართველოსა და თბილისის
წარმომადგენლობით ორგანოებში, იყო მრავალი საერთშორისო კონგრესის,
კონფერენციისა და სიმპოზიუმის დელეგატი და წამყვანი.
ლიანა შეწირულის სახელი არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას, რამეთუ, მისი
ძალისხმევით საქართველოს, თბილისს შეუნარჩუნდა 1991-92 წლებში შეიარაღებული
დაპირისპირების შედეგად დანგრეული კლასიკური გიმნაზიის ისტორიული შენობა.
სწორედ ლიანა შეწირულის დამსახურებაა 1995 წლის 1 სექტემბერს აღდგენილი
შენობის საზეიმო გახსნა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა
მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის
ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის.
განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის
სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, ამ სახელოვან, დიდი ისტორიის მქონე სკოლას 32
წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიანა. გვინდა სამძიმარი
გამოვუცხადოთ იმ თაობებს, რომლებიც ამ პერიოდში სწავლობდნენ გიმნაზიაში.
მშვიდობით, ქალბატონო ლიანა! მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა!“, –
აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 29 მარტს, საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი – „რობოტების ბრძოლა“ – დაიწყო