საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტებს სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

Read Time:1 Minute, 18 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო
პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა. ამის შესახებ
ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების
მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, გახსნა რექტორის მოადგილემ
მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის რექტორის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის
გაფორმებული მემორანდუმი მყარი პარტნიორობის გარანტიაა, რაც საშუალებას იძლევა,
მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი
კადრების მომზადებაზე.
„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მაღალრეიტინგული სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ენერგეტიკულ
კომპანიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს
სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის
პრეზენტაციას მართავენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზება ეხებათ არა მხოლოდ
ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს. ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში
დასაქმების პერსპექტივა აქვს სამშენებლო, სამართალმცოდნეობის, ინფორმატიკის,
ელექტროენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის, თბოენერგეტიკის, ავტომატიზებული
მართვის სისტემებს, სამთო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, ქიმიის და სხვა
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება
გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები, ჩამოყალიბდნენ როგორც მაღალი
კვალიფიკაციის პროფესიონალები. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკული პოლიტიკისა და
საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსს ჯუბო ტურაშვილს და
წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების
გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ის საინჟინრო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები განათლებას ევროპული
სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და

საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში,
ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე
სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის
შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი
ხელშეკრულება.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, იმას რა ემართება და ვის უნდა ეს წარსული რომ წაშალოს, ეგეც კარგად ვიცით
Next post საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს