საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის პროფესორი, ირაკლი გუჯაბიძე აირჩიეს

Read Time:1 Minute, 11 Second

საქართველოს სამთო საზოგადოების უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ –
პრეზიდიუმმა, საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური
ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ირაკლი გუჯაბიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩიხლაძე, სამთო მექანიკის
ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის სამთო-გეოელოგიური
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. ასევე, სახელმწიფო და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის და სამთო საზოგადოების
პრეზიდიუმის წევრის, პროფესორ ანზორ აბშილავას თქმით, საქართველოს სამთო
საზოგადოების თავმჯდომარედ პროფესორ ირაკლი გუჯაბიძის არჩევა შემთხვევითი
არაა.
„ირაკლი გუჯაბიძე სამთოელია. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა
საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების – დავით გარეჯის, ვარძიის, უფლისციხის
რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის
საბადოთა დამუშავების პროექტები, ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა
გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები,
შეიქმნა თბილისის მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია. ამ და სხვა
სამეცნიერო მოღვაწეობის ფონზე, ირაკლი გუჯაბიძის კანდიდატურა ყველა
სამთოელისთვის მისაღებია. ვულოცავ კოლეგას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ანზორ აბშილავამ.
საქართველოს სამთო საზოგადოების ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა
გადაუხადა პრეზიდიუმს ნდობისთვის, ხოლო საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.
„ძალიან დიდი რესურსები აქვს საქართველოს სამთო საზოგადოებას იმისათვის, რომ
მონაწილეობა მიიღოს სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების
მიმართულებით, ამიტომ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებ. პირველ
რიგში პრეზიდიუმს წარვუდგენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში
ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით შევიკრიბოთ და მოქმედების გეგმა წარვადგინოთ.
მოვისმინოთ მათი შეხედულებები და დავიწყოთ აქტიური საქმიანობა“, – განაცხადა
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს სამთო საზოგადოების მორიგი სხდომა ერთი თვის
ვადაში გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი: დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და მათ მიმართ არ გამოვიყენოთ არც დისკრიმინაცია, არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვის გაუგებარია
Next post დიმიტრი ხუნდაძე – მოსამართლის ნაცვლად, უნდა გადაიხედოს მათი კეთილსინდისიერება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას