საქართველოს საზღვრებზე შესაძლოა ევროპელი ოფიცრები დასაქმდნენ

Read Time:56 Second

როგორც მან აღნიშნა, „ფრონტექსის“ ოფიცრების მანდატის თაობაზე მსჯელობა აპრილში მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დასაქმდებიან ოფიცრები საქართველოს საზღვრებზე.
„მარტის დასაწყისში იმყოფებოდა გერმანიის დელეგაცია საქართველოში, სადაც ცალსახად აღინიშნა, რომ ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ეს ახალი პრობლემა არაა და ისინი ამას კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი წუხილი დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაა. მოგვიწოდებენ ამ მიმართულებითიქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ჩვენც აღვუთქვით, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ. ნახსენები იყო „ფრონტექსი“. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ „ფრონტექსის“ ოფიცრები იყვნენ დასაქმებულები ჩვენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, თუმცა მათი მანდატი როგორი იქნება აპრილის ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრება. იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, იქნება საკონსულტაციო თუ უფრო ფართო მანდატი. ასევე ვფიქრობთ სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც კრიმინალიზაციას მოახდენს იმ ქმედებების, რასაც ჰქვია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯავახაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დღეს საქართველოში უკანონო მიგრაცია კრიმინალიზებულია, თუმცა არსებობს დაუდასტურებელი შეტყობინებები, რომლებიც გარკვეული ჯგუფების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში, თითქოს დასაქმების მიზნით, მოქალაქეების მიგრაციას ეხება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა „ლამაზი ბოზი“ მიწოდა
Next post კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად მე-5ა კლასის თითქმის ყველა მოსწავლე დაიღუპა