საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

Read Time:28 Second

გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დრესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა “ქართლოსი” განახორციელა.

პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება.

შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც.

ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმების გახსნა გასული წლის ზაფხულში დააანონსა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამინისტრომ ხევსურეთში გზის მშენებლობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაიწუნა
Next post კობახიძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს