საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ყალიბდება

Read Time:49 Second

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მიმომხილველთა პროგნოზით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ იოცნება“ იმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ყალიბდება“.

კითხვაზე, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? ექსპერტთა პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულ ექსპერტთა აზრით „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია არჩევნების პროპორციულ ნაწილში მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას (39-53%), რაც უდრის დაახლოებით 80 მანდატს.

დღეის მდგომარეობით. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. 2016 წლის არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან მიმართებით, გაიმყარა ლიდერის პოზიცია, თუმცა ჯერ გაურკვეველია, იქნება თუ არა ეს საკმარისი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნის გარეშე. ოპოზიციურ პარტიებს შორის, ექსპერტთა მოლოდინით, ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს „ნაციონალური მოძრაობა“ (16-25%; დიაგრამა 1), „პატრიოტთა ალიანსი“ – 3-8%-ს და „ლელო“ – 3-6%-ს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს შორის რიგითმე-13 გამოკითხვა 14-20 სექტემბერს ჩაატარა. საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა 50-მა ქართველმა და საერთაშორისო პოლიტიკურმა მიმომხილველმა. ჯამური შედეგების თანახმად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები პროგნოზირებენ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას და უფრო მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, თბილისში კი 111 დაფიქსირდა
Next post ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა