ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

Read Time:45 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭითაწყარის, რიყისა და ნაწულუკუს მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში და ე. წ. მეფრინველოების დასახლებაში, სადაც უმეტესად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, განხორციელდა  საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გაუსაძლისს ხდიდა იქ ცხოვრებას. მოწესრიგდა გზებიც.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მშობლიურ სახლში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია,  ექნება საკუთარი საცხოვრებელი. ამას თითოეულ მათგანს ვპირდები“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჭითაწყარში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი რიყესა და ნაწულუკუში იმყოფებოდა.

,,რიყეში მიმდინარეობს 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას მოუგვარებს. სხვა სოფლების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ნაწულუკუშიც“-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს, ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები – ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ყალიბდება
Next post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა