საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 

Read Time:25 Second

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ილია თვალიაშვილი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც გიორგი კორძახია აცხადებს, მისი გაწერა დღეს არ იგეგმება.

„იყო თვალ-გუგის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა. დაზიანების ხარისხი არის ზედაპირული და არ არის მოსალოდნელი ხანგრძლივი ინვალიდობის შედეგი“, – აცხადებს გიორგი კორძახია.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს
Next post ამირან გამყრელიძე: უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა – პირბადის ტარებაზე დაიწყო.