ამირან გამყრელიძე: უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა – პირბადის ტარებაზე დაიწყო.

Read Time:42 Second

„ყველგან – დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შტამების ფონზე, არსებობს სერიოზული ეპიდემიოლოგიური რისკები.

„გასულ კვირაში, დამატებით, „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში, ინდური შტამის ცირკულაცია ანაცვლებს ბრიტანულისას. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან – დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ. მაგალითად მე, მას გარეთაც ვატარებ. ესაა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა – პირბადის ტარებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

5 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით წარიმართება. სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა. კლინიკებთან ერთად ვაქცინაცია სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა პროცესში, მოთხოვნის მიხედვით რესურსი გაიზრდება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 
Next post ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრებს შეხვდა