საქართველოს ოლიმპიური გუნდის 30 კაციანი ჯგუფი ტოკიოში გაემგზავრა

Read Time:49 Second

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი 30-კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან: ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ოლიმპიური გუნდი სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარდგება.

მოგეხსენებათ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წელს იყო ჩანიშნული, მაგრამ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ზუსტად ერთი წლით გადაიდო და ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურმა თამაშებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელი შეინარჩუნა და შეჯიბრებები „ტოკიო 2020“-ის ფარგლებში ჩატარდება.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან. 24 ივლისიდან კი საქართველოს სახელით შეჯიბრებებში პირველნი ჩაერთვებიან: ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიამიანი (60 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი (69 კგ) და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს. ქართული სპორტის გულშემატკივრებს როგორც ქართველი სპორტსმენების გამოსვლის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ხილვის საშუალება მიეცემათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, გომელაური თუ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ტოვებდა თანამდებობას
Next post დღეს საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა