საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ემიგრაციის გამო იკლებს

Read Time:1 Minute, 8 Second

ამ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან.

თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია, ხოლო სასოფლო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია აიხსნას მოსახლეობის დაბერებით. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში – 12.3 პროცენტი
გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია.

1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლეობით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელს მოსახლეობაში და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებით და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის – 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისათვის, ეს მაჩვენებელი ქალებისათვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსახვავებამ ქალების და კაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის 8.6 წელი შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Next post თამუნა ალადაშვილი და ნათია ქოროღლიშვილი – ემიგრანტები