საქართველოს მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

Read Time:23 Second

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს
Next post იტალიელი ტურისტი ქართველებს: გთხოვთ, შეასრულოთ რეკომენდაციები, რომ კახეთში ღვინის დასაგემოვნებლად დავბრუნდე