საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა??

Read Time:25 Second

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო დაამარცხა.

შეხვედრა ანგარიშით 84-79 დასრულდა. „ჯვაროსნების“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.

მესამე ადგილი ტურნირზე ირანის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც იორდანია დაამარცხა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის დაიწყებს მზადებას. მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოხვდა. ჯგუფის ყველა შეხვედრა იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქეთი დუმბაძე: ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში
Next post მამუკა ხაზარაძე: შს მინისტრის განცხადება ცინიზმით იყო სავსე