საქართველოს დღის გმირები!!! სამშობლოსთვის მიძღვნილი სამი დიდი გამარჯვება!

Read Time:1 Minute, 20 Second

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.

სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

 

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

 

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ილია სულამანიძე (100კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ჩვენს გუნდს შეჯიბრზე მეორე მედალი მოუპოვა.

ქართველმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 43 წამში იპონით დაამარცხა და ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი ექვსი ქართველი – გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, არგუმენტი ნახოს მოღალატეობრივი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც ჰქვია სააკაშვილის შეწყალება
Next post რეკეტი ქართველ ემიგრანტებზე – როგორ სძალავენ საბერძნეთში წასულ ემიგრანტებს ქართველები ფულს?