საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა⚽

Read Time:29 Second

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონებს, პორტუგალიელებს უმასნპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა საბა საზონოვმა გაზარდა.

მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი და ზურა დავითაშვილი გამოვიდნენ, რომლებმაც გუშინ გლაზგოში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს. 75-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრების მოთამაშემ ტომას არაუიომ გოჩოლეიშვილზე ფოლის გამო წითელი ბარათი მიიღო.

ამავე ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა, ამიტომ საქართველო 3 ქულით ჯგუფის ლიდერია. შემდეგ მატჩს ტურნირზე საქართველოს ნაკრები 24 ივნისს, ბელგიის ნაკრებთან გამართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: დროა, ყველამ გაიგოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის – რაც არ უნდა მოიარონ საქართველოს სიწმინდეები, ხომ წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ჩვენზე მეტად უნდოდეს ამ ქვეყნის კეთილდღეობა?
Next post გაერო: კახოვკას კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები, შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს