საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Read Time:54 Second

საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უწყებების ხელმძღავნელებმა – რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ მოაწერეს ხელი.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანდუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე იყო მიღებული, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მართლმსაჯულების დიგიტალიზაციის, დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის. ამ მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე, ერთობლივი სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სამართლებრივი ფორუმების ორგანიზებას.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა. რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი.

პორტუგალიაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებასა და იუსტიციის ცენტრში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: იმ ნარატივს, რომ სასამართლოში არის კლანი, რომ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ჰყავს სასამართლო, საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს
Next post გიორგი ვაშაძე: 2012 წლამდე ვინ მისცემდა მოსამართლეებს აღებ-მიცემობის უფლებას, რაც დღეს აქვთ გაჩაღებული