საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შესრულებისთვის „ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი და რენე ზელვეგერი გახდნენ

Read Time:25 Second

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში მიმდინარე „ოსკარების“ ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შემსრულებლები დააჯილდოვეს. „ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფენიქსისთვის ეს პირველი „ოსკარია“, ხოლო ზელვეგერისთვის – მეორე.

საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს.

„ოსკარის“ დაჯოლდოების 92-ე ცერემონიაზე „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორმა, 18 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, „ბითლზის“ კომპოზიცია Yesterday შეასრულა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბერამ შვილის სახე გამოაჩინა(ფოტოები
Next post მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს