სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი ტარიფებით ისარგებლებენ

Read Time:33 Second

სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი, არსებული ტარიფებით ისარგებლებენ. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„გთხოვთ, აღნიშნულის მიზნით მიმართოთ მიმწოდებლებს, CON170000115 კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, მიმდინარე ხელშეკრულებების ვადის ურთიერთშეთანხმებით გადაწევის თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მაგთიკომთან“ და „ჯეოსელთან“ წინა ტენდერით დადგენილი ვადა დღეს ამოიწურა.

რაც შეეხება ახალ ტენდერს, განაცხადების მიღება დღეს სრულდება. თუმცა უცნობია, როდის გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას (ან კომპანიებს) სატენდერო კომისია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტის საფასური სამჯერ გაუძვირდეთ.   ინტერნეტმომსახურებაზე სამჯერ გაზრდილი ზედა ზღვრული ტარიფების შესახებ 26 თებერვალს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაშია ასახული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა ნომრებს დაუწესდეთ სააბონენტო გადასახადი – თითო ნომერზე 1 ლარი. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაახლოებით 260 000 აბონენტს მოემსახურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხაშურში მომხდარ ავტოავარიას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა
Next post 1-2 მარტს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი