სასწრაფოდ-საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება – ნახეთ, ვინ შეძლებს შეძენას

Read Time:24 Second

საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია 2,300 ადგილი იმისთვის, რომ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრონ.

როგორც უკვე ცნობილია, მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ბერძნებისთვის ბილეთის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე, ticketing@epo.gr, მოთხოვნის გაგზავნით, სადაც საჭიროა ლათინური ასოებით სახელისა და გვარის, ასევე პასპორტის ნომრისა და პასპორტის/პირადობის მოწმობის ნომრის მითითება.

აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მოსულ საპასუხო შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდის მეთოდი და ზუსტი მითითებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა,მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა,სტიქიის ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ენდეს სამხრეთ-აღმოსავლეთით 85 კილომეტრში
Next post ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როკასთან დამარცხდა