საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა

Read Time:26 Second

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.

პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია – სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო, სოფიო შენგელიამ – 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ – 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება გუშინ, 5 თებერვალს დაასრულა. ხვალ კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რაფაელ ნადალი – პირფერი არ ვარ, მინდოდა, ფინალში ტიმს მოეგო
Next post ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს