საპენსიო სააგენტო – განახლება დასრულებულია, ყველა სერვისი და ინფორმაცია კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია

Read Time:26 Second

განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტრუქტურის განახლებას.

„როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიმდინარე კვირაში პარლამენტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობას განაახლებს
Next post რომან გოცირიძე: “ნამახვანი ჰესის” შეჩერებული მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს, სულ მცირე 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთს