რომან გოცირიძე: “ნამახვანი ჰესის” შეჩერებული მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს, სულ მცირე 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთს

Read Time:1 Minute, 12 Second

“”ნამახვანის” ჰესის ჩაშლილი მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს. ამით, სულ მცირე, 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს (ვინაიდან ნენსკრაჰესის და ხუდონჰესის მშენებლობაც გაურკვეველი ვადით გაჩერდა)” – ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, შენდება ქარხანა, რომელიც მაღალტექნოლოგიური წარმოებისათვის საჭირო მინერალების გადამუშავებას ითვალისწინებს. აღმოჩნდა, რომ ამ ქარხნის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის უკან იმალება ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლები და ბოტები. მთავარი თემა ეკოლოგიაა. მსგავსი ტექნოლოგიების წარმოებაში დღეს ჩინეთი დომინირებს, ამიტომ აღნიშნული კამპანია კონკურენტის ჩაძირვას ემსახურება.

გავიხსენოთ, როგორი კამპანია წარმოებდა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ? მთავარ დამრტყმელ ძალად ამ საქმეში მოგვევლინა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფოთის პორტის მესაკუთრე კომპანია, APM ტერმინალასი, რომლის აქაური ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტი. მიუხედავად ამისა, ანაკლიის პროექტის გაჩერების საჭიროებაში ვერავინ დაარწმუნეს და ყველა კარგად ხედავს, რომ ამაში ქვეყნის ხელისუფლებაა დამნაშავე. “ნამახვანის” ჰესის ჩაშლილი მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს. ამით, სულ მცირე, 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს (ვინაიდან ნენსკრაჰესის და ხუდონჰესის მშენებლობაც გაურკვეველი ვადით გაჩერდა).

ევროპაში გაზის ფასების თითქმის ათჯერ მატებამ და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოსალოდნელმა ენერგეტიკულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა.

დღევანდელი გადმოსახედიდან სულ სხვანაირად ჩანს თავის დროზე აგორებული კამპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობის წინააღმდეგ( კასპის ზღვაში საკმარისი რესურსები არ არის, შევარდნაძის ორჯერ აფეთქება, ეკოლოგიური ხასიათის გამოსვლები და ა. შ. ).

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ბევრი რამ თვალნათლივ გამოაჩენდა. კარგი იქნება, თუ ამას ახლავე დავინახავთ და არა ორი ათეული წლის შემდეგ, როგორც ეს “ბაქო-ჯეიჰანის” შემთხვევაში მოხდა.” – წერს რომან გოცირიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპენსიო სააგენტო – განახლება დასრულებულია, ყველა სერვისი და ინფორმაცია კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია
Next post სპალეტი: ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლებლობებთან შედარებით სუსტად ითამაშა… მხრებზე აქვს საქართველოს მესიჯი