საპატრიარქო: ჩვენი დისკრედიტაციის ახალი ტალღა მზადდება

Read Time:1 Minute, 18 Second

ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა მედიას ოფიციალური განცხადება წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი ტალღა მზადდება.

“არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, ,,ციანიდის საქმეც”. რატომ ხდება ეს?..

გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი;

მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ,,ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის…. და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში.

როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება, არ აყვნენ ცილისწამებებს, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს.

ვფიქრობთ, მალე გაირკვევა, სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და ეს, რას ემსახურება.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია კი, უფლის მადლით, იყო, არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს; განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს
Next post დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს სალომე ზანდუკელი