სანდრო რაქვიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს – ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ამ პროცესს ჩაშლის

Read Time:26 Second

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარე საპარლამენტო მუშაობაში პარტია აქტიურად მონაწილეობს და „გირჩი“ არაა ის ძალა, რომელიც ამ პროცესს ჩაშლის.

„ამ მომენტში, ჩვენ პირდაპირი დავალება გვაქვს, რომ ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში 12 ცვლილება შევიტანოთ. მოგვწონს ერთმანეთი, არ მოგვწონს, ვენდობით, არ ვენდობით… ეს სხვა საკითხია, მაგრამ, მგონი, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ამ პროცესს ჩაშლის. შეიძლება, მეც არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ“, – აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე – ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს
Next post ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის