ნიკოლოზ სამხარაძე – ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს

Read Time:54 Second

ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძე ოპოზიციის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელურ პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას გამოეხმაურა.

„გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არ აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. ყველა, ვინც არ უერთდება სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვინც სამუშაო პროცესს უერთდება, ისინი თავის ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ მგონი, თავად მიხვდნენ და სისულელეების ლაპარაკს შეეშვნენ. მათ ევროპარლამენტარებმა ძალიან ღიად და მკაფიოდ უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში უნდა ჩაერთონ და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში. ათასი მოწოდების მიუხედავად, პროცესებში არც 2020 წლის შემდეგ ერთვებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგა, ესეც გვახსოვს. ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან თუ არა“,- განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსეი რეზნიკოვი: 90 წლის წინ, თოფების დახმარებით, რუსეთმა მოაწყო „ჰოლოდომირი“, ახლა ისინი რაკეტებს იყენებენ, რათა სხვა ერები აშიმშილონ
Next post სანდრო რაქვიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს – ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ამ პროცესს ჩაშლის