“სანამ დედა ცოცხალია” დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ
“სანამ დედა ცოცხალია” გოდერძი ჩოხელი დედის შესახებ:
,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს”
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის,...
ანსამბლი „ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ჯემალ მუსერიძე. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც...
„დღეგრძელობა ლეგენდას“ – ელდარ შენგელაია იუბილარია: ლეგენდარულ რეჟისორს დაბადების დღეს შვილიშვილი ულოცავს
ელდარ შენგელაია იუბილარია. ცნობილ რეჟისორს იუბილეს შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი, სოციალურ ქსელში ულოცავს და ბაბუის ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. ელდარ შენგელაია 1933...
დათო მაღრაძე: ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა
ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი - „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი, - აცხადებს დათო მაღრაძე. „თქვენს წინაშეა...
გოგა პიპინაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ დააჯილდოვა
2024 წლის 14 იანვარს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე მწერალთა სახლში აღნიშნა. შეკრებილი საზოგადოების მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟურნალი...
ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა. მხარეებს შორის...