სამხრეთ თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

Read Time:32 Second

სამხრეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. როგორც „ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანია დაშავებული.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ექვსი ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი: 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა
Next post სტოლტენბერგი: არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, თუმცა არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ვლადიმირ პუტინმა თავისი ამბიციები შეცვალა