სამინისტრომ ხევსურეთში გზის მშენებლობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაიწუნა

Read Time:45 Second

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხევსურეთში, როშკა-ღელისვაკეს გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის შესახებ, ხორვატიული კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაიწუნა და სავტომობილო გზების დეპარტამენტს 26 შენიშვნით უკან დაუბრუნა. ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.

„სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას. რაც შეეხება როშკა-ღელისვაკის მონაკვეთს, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ნაწილი; გეოდინამიკური პროცესების დახასიათება არ ეხება უშუალოდ საპროექტო ტერიტორიას; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში შესრულებულია არადამაკმაყოფილებელ დონეზე, ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო – გეოლოგიური კვლევების ვერცერთ საფეხურს; საკვლევი რაიონის კლიმატური დახასიათება ეყრდნობა გუდამაყრის, არხოტისა და შატილის მეტეოროლოგიური სადგურების მასალებს, არადა აღნიშნულ პუნქტებში მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურები არ ფუნქციონირებდა“, – წერია სამინისტროს შენიშვნებში.

ცოტა ხნის წინ გარემოსდამცველებმა, სამთო და საფეხმავლო გიდებმა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს.

პროექტი ახმეტის სოფელ ქვემო ალვანის მოსახლოებამაც გააპროტესტა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს  
Next post საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა