სამთო-სათხილამურო სპორტის მიმართულებით ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა

Read Time:40 Second

ქალაქ შამონიში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d’Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელი მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

ENSA-სთან თანამშრომლობა, საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში საფრანგეთის მხარის გამოცდილების დანერგვის მიზნით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 4 თებერვალს ოპერის თეატრის წინ ქართველი ტენორის თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
Next post 24 იანვარი, მთვარის მეცხრე დღე