სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Read Time:1 Minute, 5 Second

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აქედან 8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, ასევე 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 212-ს შეადგენს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 64 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 110 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქში 65%-ით “ქართული ოცნება” ლიდერობს – Survation-ის კვლევა
Next post “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან შეხვედრას განაგრძობს.