სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა – გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის ტროას ცხენად მონათლული იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში

Read Time:1 Minute, 49 Second

უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერს უცნაური გემოვნება აქვს როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში.

„ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ არჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. საკუთარი სამშობლოს მიმართ სიბრალული გამიჩნდა და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც დეოლიგარქიზაციას გვთხოვენ, რადგან ბერა ივანიშვილის თანაშემწე პრემიერ-მინისტრი იყოს, ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.

ათი წელი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ხართ. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას.

უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში, რადგან თქვენ, ბატონო ირაკლი, გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე მარგინალიზებულ, ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ბატონ ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ ორბანი, რომლის წასვლასაც ელოდება მთელი ევროპა ხელისუფლებიდან და ჯერჯერობით არ ართმევენ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას, რომ ორბანი იქნება თქვენი ლობისტი. რუსეთის ტროას ცხენად მონათლული ორბანი იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში, როდესაც მთელი ევროპული საბჭო და მთელი პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული, რომ თქვენს ხელისუფლებას აქვს უკუსვლა ყველა მიმართულებით და მაინტერესებს, რას აპირებთ. თქვენი პარტია აპირებს თუ არა, დატოვოს ევროპელი სოციალისტების შემადგენლობა, რადგან მათაც მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი არის ივანიშვილი.

მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მათაც მიაჩნიათ, რომ თქვენს ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ასე თუ გააგრძელებთ. ვის ატყუებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას პოლიტიკური მხარდაჭერა არ სჭირდება.

მესმის, თქვენ არაფერი იცით ევროკავშირის, მაგრამ რადგან ევროპასთან ურთიერთობები ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში ნამუშევარ ხალხს ჩააბარეთ, ამ ხალხმა იცის და ამ ხალხს მოვუწოდებ, გამოიჩინეთ პატრიოტიზმი და უთხარით სიმართლე ამ კაცს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს და საერთო არაფერი აქვს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებთან. ვიდრე ასე ისაუბრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან, ეს სახელმწიფო ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გვაქვს. ნოე ჟორდანიამ მიმართა საკუთარ ხალხს, რომ არჩევანი გვაქვს ბოლშევიზმსა და ევროპას შორის და უნდა ავირჩიოთ ევროპა. რამდენიმე თვეში ბოლშევიკები შემოვიდნენ ამ ქვეყანაში. არ მოგცემთ თქვენ შესაძლებლობას, რომ ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც დღეს უდგას ქვეყანას, რუსეთს და ევროპას შორის, რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვიტოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი არველაძე: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება მოღალატეებისაგან
Next post პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო