პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო

Read Time:36 Second

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წადგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა – გგონიათ, ჩახვალთ ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ორბანთან და შემდეგ მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის ტროას ცხენად მონათლული იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში
Next post პრემიერი: აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებას სანქციების დაწესების მიზნით კამპანია არ უწარმოებია, ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს და შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსებისთვის