სალომე სამადაშვილი: “ოცნებას” უკრაინაში რუსეთის დამარცხების ეშინია – ეს შლის იმ ფაბულას, რაზეც დგას ივანიშვილის ხელისუფლება

Read Time:46 Second

საგამოძიებო კომისიის შექმნით როგორც მინიმუმ მოხდება ლუსტრაცია და საზოგადოება გაიგებს ბევრ ისეთ რამეს, რაც აქამდე არ იცოდა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“წნეხი უნდა შეიქმნას ხელისუფლებაზე ყველა მიმართულებიდან, საიდანაც შეიძლება. ამიტომ დღევანდელი ჩვენი ინიციატივაც აქედან გამომდინარეობს. ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ იტყვის უარს ჩვენ ინიციატივაზე. ჩვენ მზად ვართ კიდევ გავაგრძელოთ მათთან საუბარი და კონსულტაცია. რაც შეეხება კომისიის შექმნას, რატომაც არის მნიშვნელოვანი ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რეგლამენტის თანახმად არცერთი სხვა ინსტრუმენტი იმდენი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი, როგორც საგამოძიებო კომისია. როგორც მინიმუმ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ ლუსტრაცია მოხდეს, ანუ საზოგადოებამ გაიგოს ბევრი რამ, რაც აქამდე დაფარულია.

ის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდაა საჭირო ყველა მიმართულებით, ამაზე ჩვენი პოზიცია არაერთხელ იქნა გამოხატული. ხელისუფლებას ძალიან ეშინია უკრაინაში რუსეთის დამარცხების. იმიტომ, რომ რუსეთის დამარცხება შლის ფაბულას, რომელზეც დგას ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ის, რომ რუსეთი უძლეველია და მასთან თანამშრომლობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ეს ყველაფერი თავზე ენგრევა ქართულ ოცნებას,” – თქვა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებაზე: აქ ორაზროვნება არ არსებობს, აქ არის მოწოდება ომში ჩართვისკენ
Next post ირაკლი ზარქუა – საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები