ირაკლი ზარქუა – საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები
საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია აქედან ეს გამოვიდეს. რატომ? რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა თუ გარეფასიანი ლობისტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, მაინც ხვდება, რათა კიდევ ერთხელ აუხსნან, რომ ქვეყანას სჭირდება კანონპროექტებზე მუშაობა.
„ბუნებრივია, მათი ამოცანა ეს იყო. არ ასრულებენ და არღვევენ პირველ პუნქტს, რაც გვითხრა ევროკომისიამ. ევროკომისიას დამთავრებული არ ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი და უკვე გადადგომით, ჩამოგდებით, რევოლუციური სცენარებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, ეს გამორიცხულია. მათ საპასუხოდ, დღეს ბატონი პაპუაშვილი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის შეხვდება ამ რადიკალებსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ვინც მათთან ერთად არიან. მაინც ვხვდებით, რათა კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის და ზომავს, რამდენი შემოვარდეს, ახალგაზრდები რომ უნდა ჩაითრიოს ამ უბედურებაში. ჩვენ ეს 20 ივნისს გავიარეთ. ტრაგედია იყო ის, რაც მოხდა. სადაც დაზარალდნენ როგორც ჩვენი ახალგაზრდები, ისე პოლიციელები და ეს არ უნდა გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაქლი ზარქუამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...