სალომე ზურაბიშვილი – უნდა გვესმოდეს, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება

Read Time:1 Minute, 17 Second

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება წარადგინა.

პრეზიდენტის თქმით, ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია და მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი.

ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია იგი. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სწორედ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, ვიდრე შიდა გავრცელება დაიწყება და ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. ეს აუცილებელია საზოგადოების საბრძოლო მზადყოფნაში გადასაყვანად.

საგანგებო მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის; მას გააჩნია გრადაციები. ჩვენ ახლა შემოგვაქვს მხოლოდ აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა – არა ექსტრემალური. მაგალითისთვის: არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მოქალაქეობრივ შეგნებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დადგენილ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი კვლავ ძალაშია. პირიქით, ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა: სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

ამ რეკომენდაციების დაცვა არ ექვემდებარება აღსრულებას სამართალდამცველი ორგანოებისგან, მაგრამ მათი განუხრელად დაცვა ევალება ყველა მოქალაქეს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება.

აუცილებელია, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს სამაგალითო და სახელმწიფოს არ დასჭირდეს დამატებით იძულებითი ნორმების შემოღება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის
Next post პარლამენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 115 ხმით დაამტკიცა