პარლამენტმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 115 ხმით დაამტკიცა

Read Time:30 Second

 

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანომ საკითხი საგანგებო პლენარულ სხდომაზე განიხილა და კენჭი უყარა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს მიმართა, შემოეღო საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ასევე განაცხადა, რომ გამოსცემს დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები.

ამასთან, დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – უნდა გვესმოდეს, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება
Next post იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი დაიღუპა