საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან
ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოში სიმშვიდე შენარჩუნდეს.
„დღეს საკრებულოში მოხდა ინციდენტი, რომლის კადრებიც ჩვენ ვნახეთ. მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. რაც მოხდა ყველამ ნახა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ყველამ მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფა, მინდა ორივეს ვუთხრა, შევიკაოთ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დღეს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები მიიღო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...