საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა დაასრულა

Read Time:1 Minute, 20 Second

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა  მე-3 სხდომით დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

„ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, 1797-ე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამით დღევანდელ სხდომას ვამთავრებთ. მთლიანად ამოწურულია როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში. მადლობა ყველას მოთმინებისთვის, მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტები და საზოგადოება იყო დაინტერესებული ამ პროცესის მიმდინარეობით, ეს ბუნებრივია“, – მიმართა მერაბ ტურავამ სხდომის მონაწილეებს.

არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

ცნობისთვის, პროცესში მონაწილეობდნენ წარდგინების ავტორები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”. – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1  სექტემბერს დაიწყო.

უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხუროძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი და მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის მედლით, ხოლო სოლომონ პავლიაშვილი სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას!