საზოგადოებრივის კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობა ხვალ იმსჯელებს

Read Time:32 Second

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ, უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.

უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 26 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის კანონის შესახებ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე თქვა: “ხელი მიკანკალებდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 19 თებერვალს პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ
Next post New York Times-მა ქართულ წითელ ლობიოს სტატია მიუძღვნა