საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა

Read Time:26 Second

დეპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

გადაწყვეტილება პარლამენტში დიპლომატიური კორპუსთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მხარეები პოზიციებს ერთ დღეში შეაჯერებენ და არსებულ პროექტს გადაამუშავებენ.

ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. ასევე, შესაძლებელი იქნება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება, თუმცა, თავად ეს პროცესი, უფრო შემცირებული შემჭიდროებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 126 აჭარაში დაფიქსირდა
Next post ამირან გამყრელიძემ პოლიტიკოსებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანიისას ჩახუტებისგან თავი შეიკავონ