ამირან გამყრელიძემ პოლიტიკოსებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანიისას ჩახუტებისგან თავი შეიკავონ

Read Time:24 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიისას გადახვევას და კოცნას არასასურველად მიიჩნევს. ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციები გასაგებია, თუმცა ის უნდა დავძლიოთ.

„არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ.

„გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით.

შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყანაში დღეს COVID19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა
Next post გრიგოლ ვაშაძე – თავის დროზე ყველას გვარი ითქვა, უგულავასი, რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად ნათქვამია თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს