საგზაო უსაფრთხოების მართვის მექანიზმებზე დოკუმენტი მომზადდება

Read Time:34 Second

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობით, პროექტის „შერჩეულ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს.

პროექტის მთავარ მიზანს საგზაო უსაფრთხოების სფეროში ბენეფიციარი ქვეყნებისთვის კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტის მომზადება წარმოადგენს.

შეხვედრის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში გაეროს ადგილობრივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მომზადებაში საქართველოს მხრიდან ასევე ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ მხარეებს სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების უკეთ გაანალიზებაში და მათი შესაძლო გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაში, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დღესდღეობით არსებული მიდგომები ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტს ექნება აგრეთვე დადებითი ეფექტი ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ნარმანია აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა
Next post 7 მარტს თბილისში ჯოსელინ ბრაუნი კონცერტს გამართავს