დავით ნარმანია აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა

Read Time:59 Second

თბილისის მერობის ჩემს პერიოდთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე კითხვები ექნება, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ კითხვებზე ვუპასუხო, – ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია თბილისის მერიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნას.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა მის წილ პასუხისგებლობას დარღვევებზე, დავით ნარმანიას განცხადებით, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხეზე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ.
რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას, დავით ნარმანიას განმარტებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მან საკმარისი და საკმარისზე მეტი კომენტარი გააკეთა წარსულში.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომელიც გამწვანებას ეხებოდა, დავით ნარანიას მტკიცებით, ორმოები მას ნამდვილად არ დაუთვლია, თუმცა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ნამდვილად იყო, რომ ეს ყველაფერი შეეფასებინა და დაედო დასკვნა.

“კარგად მახსოვს, რომ ჩვენ იმ წელს დაგვეხმარა სახელმწიფო შპს, რათა უფრო იაფად და მარტივად გაგვეკეთებინა ეს საკითხები, ასე რომ ეს 3, თუ 4 წლის წინანდელი საკითხია და დეტალები ნამდვილად არ მახსოვს, ამაზე უმჯობესია, რომ გამწვანების სამსახურს ჰკითხოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ გაათავისუფლა თუ არა კონკრეტული პირები სამსახურდან, დავით ნარმანიას თქმით, ნაწილი თანამშრომლებისა მერიაში ამჟამად აღარ მუშაობს, ზოგიც რეორგანიზაციის პროცესში წავიდა, ზოგი – გათავისუფლდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015-16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. აუდიტმა მოცემულ პერიოდში მერიის მუშაობაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
Next post საგზაო უსაფრთხოების მართვის მექანიზმებზე დოკუმენტი მომზადდება