საბერძნეთში 29 წლის გოგო ტყავის ქამრით გაგუდეს – მკვლელობის ახალი დეტალები

Read Time:1 Minute, 46 Second

საბერძნეთში მომხდარი საშინელი მკვლელობის ისტორიის შესახებ „მედიაცენტრმა მთავარმა“ ახალი დეტალები გაარკვია. როგორც მოკლული ახალგაზრდა ქალის – ქეთი სუთიძის ახლობლები აცხადებენ, ის ტყავის ქამრით არის გაგუდული, ქამარი კი საწოლის ქვეშ შეგდებული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მისივე ყოფილი მეუღლე.

„ჩემი ქეთუსია აღარ მყავს, ჩემო საცოდავო, ტანჯულო მე შენზე წარსულში ვერასოდეს ვილაპარაკებ ჩემო ბავშობავ ..ჩემო ხალისიანო მხიარულო და კეთილო, შენ ასეთი წამებით სიკვდილის ღირსი არ იყავი არააა….. რა ვუყოთ კესოს, როდესაც ერთ წუთსაც არ იშორებდი გვერდიდან ბავშვებზე სიგიჟემდე შეყვარებული დედა იყავი. ყველა პასუხს აგებს შენს და შენი ორი ანგელოზის წინაშე, ღმერთი დიდია და მჯერა რომ დაისჯება! ძალიან მენანები ასეთი გაუხარებელი რომ მიდიხარ ! ჩემო დატანჯულო განადგურებულო გოგო ,მოუშუშებელი ტკივილი ხარ… არ მწამს წარსულში დარჩენილი ცრემლების.. მარადიული ცრემლი და ტკივილი ხარ და იქნები მუდამ. მე შენზე წარსულში ვერასოდეს ვილაპარაკებ,“ – წერს მოკლული ქართველი გოგონას ახლობელი.

რაც შეეხება მკვლელობის სხვა დეტალებს, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მოკლულის საბერძნეთში მცხოვრებმა ნათესავმა განუცხადა, ყოფილი მეუღლე ქეთიზე ადრეც ძალადობდა.

„შვილების თანდასწრებით, ქეთისთვის შეურაცხყოფა ბევრჯერ მიუყენებია. ქეთის უმცროსი გოგონა 6 წლისაა, ბიჭი 12-ის. ამ ეტაპზე, ისინი მამიდასთან ცხოვრობენ. ერთი წელია, რაც ისინი ქუთაისიდან საბერძნეთში დაბრუნდნენ საცხოვრებლად. ბაშვებმა დედის სიკვდილის შესახებ არაფერი იციან“ – უთხრა მოკლულის ახლობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილ ყოფილ მეუღლეს, ის შალვა ქათამაძეა. როგორც მკვლელობის საქმის მასალებიდან ჩანს, 29 წლის ქეთი ტყავის ქამრით არის გაგუდული. ის 2 დღე დაკარგული იყო, თუმცა, ამის შესახებ დაკავებული ეჭვმიტანილის ოჯახს პოლიციაში არ განუცხადებია.

„ჩვენ, ნათესავებს რომ შეგვაყტობინეს, ქეთი 2 დღის გარდაცვლილი იყო. ყოფილმა დედამთილმა დაგვირეკა. ქეთი რომ არ ჩანდა, მილიციაში არც განუცხადებია, სანამ ჩვენ არ ავწრიალდით. როცა ვკითხეთ ყოფილ დედამთილს რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ ადრე, გვიპასუხა, ის მკვდარია, თორემ ბავშვს არ დატოვებდაო“ – უყვება მოკლულის ნათესავი „მთავარს“.

მას მერე, რაც ნათესავებმა ქეთის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, სახლის კარები გატეხეს, სახლში შევიდნენ და საშინელი სურათი დახვდათ. ქეთი, მის პატარა შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. რა ელოდებათ მის შვილებს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

როგორც მოკლული გოგონას ნათესავმა გვითხრა, შვილებს მამის თანხმობის გარეშე ვერ წაიყვანენ. მამა კი ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთის ციხეში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, ნათესავები მოკლული ქეთის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქეთი საბერძნეთში, იმ ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა, მოკლული იპოვეს. მას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ქეთი სუთიძის ოჯახს და ახლობლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენი ჩაერთო
Next post ზაზა სარალიძე მოსამართლეებისადმი მიმართვას ავრცელებს