საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები

Read Time:1 Minute, 8 Second

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და მოუწოდებს მათ ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება და საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23 დან 25 ოქტომბრის ჩათვლით დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს კონტაკტ ჰაბს ტლეფონის ნომერზე 2 51 00 51. შიდა ნომერი -0, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური უბნები უკვე შექმნილია. ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით, კენჭისყრის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათზე და დასრულდება საღამოს 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და მოუწოდებს მათ, ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის
Next post პეტრე ცისკარიშვილი – მეორე ტურში მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გავიმარჯვოთ