პეტრე ცისკარიშვილი – მეორე ტურში მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გავიმარჯვოთ

Read Time:54 Second

მეორე ტურში მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გავიმარჯვოთ და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ.

„ამაზე ისიც მეტყველებს, თუ რამდენად გავეშებული და აღვირახსნილი არიან ეს ადამიანები, როგორი ტიპის განცხადებებს აკეთებს „ოცნების“ ლიდერშიპი, როდესაც ისინი რეგიონებში მოგზაურობენ და ხალხს საქმეზე და მომავალზე ლაპარაკის ნაცვლად ესაუბრებიან, თუ რა ცუდია „ნაციონალური მოძრაობა” და მიშა სააკაშვილი როგორ არღვევს ციხის შინაგანაწესს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეიტინგებს, ველზე მუშაობას, საკმარისია ღარიბაშვილს, კობახიძეს და სხვებს მოუსმინო, რომ მიხვდე, თუ რამდენად მძიმედ აქვთ საქმე 30 ოქტომბრის წინა პერიოდში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება ეწ. ჩრდილოვან კაბინეტს, ცისკარიშვილის განცხადებით, ყველა პარტიის ლიდერისგან შედგება, თუმცა მისივე თქმით, რამდენიმე აკლია.

„ვისურვებდი, ისინიც ყოფილიყვნენ, ვინც ადმინისტრაციის საქმეში, კოალიციაშია ყველა თავის პარტიის ლიდერია. ყველას თავისი ამომრჩეველი, მხარდამჭერი ჰყავს და ეს ენერგია, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზულ რეზულტატებს მოგვცემს. მაგალითად, ქუთაისშიც იგივე ხდება. შესაძლოა, ჯერ პრეზენტაცია არ ყოფილა, მაგრამ ხატიას გარშემო დაირაზმა მთელი ოპოზიცია და ეს ადამიანები ბოცას წინააღმდეგ გამოდიან. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ყველგან გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები
Next post განათლების სამინისტრო – ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო